თეგი: ლეტალური იარაღი

ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთისგან თავდასაცავად, დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით წერს.  „დღევანდელი საუბრის შედეგად, უკრაინას დამატებით ლეტალური იარაღით დავეხმარებით. რიგმა ქვეყნებმა წამოაყენეს ახალი იდეები ან პირობები ფულის შესახებ". – თქვა უოლასმა 30 საერთაშორისო პარტნიორთან გამართული შეხვედრის შემდეგ.  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლეტალური იარაღები მოიცავს შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, ტყვია-წამალსა და მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.  ცნობილია, რომ  ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო NLAW-ები და ჰაერსაწინააღდეგო Starstreak-ები.  ამასთან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შედეგად  „მცირე ქვეყანა“ გახდა, „პრეზიდენტი პუტინი უკვე აღარაა ის ძალა, რასაც ადრე წარმოადგენდა. ახალა ისაა ადამიანი იმ გალიაში, რომელიც თავად ააგო“.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

მოლდოვამ ევროკავშირიდან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

მოლდოვამ ევროკავშირის პარტნიორებთან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში განაცხადა. დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს მისი თქმით, მოლდოვამ ევროპელ პარტნიორს, საზღვრების გასაძლიერებლად იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა. „ბუნებრივია, ჩვენ ასევე განვიხილავთ სხვა სახის მხარდაჭერას ევროკავშირის ქვეყნებთან. ჯერჯერობით ეს არის წინასწარი განხილვები. ჩვენ ვწყვეტთ, გვჭირდება თუ არა ლეტალური იარაღი", - განაცხადა გავრილიცამ. შეგახსენებთ, ადრე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, რადგან მისი სამხედრო ყოფნა კიშინიოვის ნეიტრალიტეტს არღვევს.